საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი აღარ გარემონტდება

parlamხელისუფლებამ პარლამენტის შენობის გარემონტება გადაიფიქრა. როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, პარლამენტი ამ მიზნით გამოყოფილ 3 მილიონ ლარს ბიუჯეტს უკან დაუბრუნებს. მისივე განმარტებით, დღეს პრიორიტეტი ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაა და დედაქალაქში არსებული შენობის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელდება. პარლამეტის ბიუჯეტი აქამდე 40 მილიონი ლარი იყო, განხორციელებული ცვლილების შედეგად კი 37 მილიონი გახდება.