პუტინის რეიტინგი 2014 წლის მაისიდან 83%-დან 87%-მდე გაიზარდა, იმ რესპონდენტთა რიცხვმა კი, რომლებიც პოზიტიურად აფასებენ რუსეთში საქმის ვითარებას, ისტორიულ მაქსიმუმს - 66%-ს მიაღწია

საქართველო, 8 აგვისტო,
საქინფორმი. რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც დადებითად აფასებენ რფ-ის პრეზიდენტ
ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, უწინდებურად დიდია და 2008 წლის მაჩვენებლს უახლოვდება, - ამას იური ლევადას ანალიტიკური ცენტრის გამოკითხვის მონაცემები მოწმობს. გამოკითხვის შედეგად,
პრეზიდენტის მოღვაწეობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 87% (მაისში პუტინის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა 83%, მარტში - 72%), მკვლევართა აზრით - პირველ რიგში, „ყირიმის ეფექტთან“ დაკავშირებით. საწინააღმდეგო აზრისაა გამოკითხულთა 13%.
გამოკითხვის შედეგებით, იმ რესპონდენტთა რიცხვმა, რომლებიც პოზიტიურად აფასებენ საქმის ვითარებას ქვეყანაში, ისტორიულ მაქსიმუმს - 66 %-ს მიაღწია. მეოთხედზე ნაკლები (19%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
გამოკითხვა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის 46 რეგიონის 134 დასახლებულ პუნქტში, 1.6 ათას კაცში ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილება 3.4%-ს არ აჭარბებს.