სამართალი
2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული არჩილ გოგიშვილი, გიორგი ნავერიანი, ზურაბ კუხალაშვილი და შოთა ჭელიძე სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მოკვლის მიზნით თავს დაესხნენ ექვს პირს. მათ ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული გასროლით ადგილზე მოკლეს გიორგი ფირანიშვილი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მერაბ კალანდაძეს, რომელსაც იმავდროულად ჯგუფის დაუდგენელმა ერთ-ერთმა წევრმა განზრახ შეაჯახა ავტომანქანა, რამაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია. ასევე, მძიმედ დაიჭრნენ მამა-შვილი მარად მუკბანიანი და დილარ მუკბანიანი, ხოლო ბესო კეიდიას და ილია ბალიაურის მიმართულებით ნასროლმა ჭურვებმა მხოლოდ მათი ავტომანქანები დააზიანა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.