საზოგადოება
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. დაზარალებულ სოფლებში უკვე გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე .
ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენადაც სამუშაოები უკვე დაიწყო. ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.