საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილს

1-saz-2-azmaifaraSviliსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ზურა
აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევას!
ქართული სპორტის ისტორიაში ზურაბ აზმაიფარაშვილი პირველი ადამიანია, რომელმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე ასეთი მაღალი პოსტი დაიკავა.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამემამულე მსოფლიოში ასეთ მნიშვნელოვან და გავლენიან სპორტულ კავშირს უხელმძღვანელებს.
ვუსურვებ ბატონ ზურაბს წარმატებებს“.