სამართალი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 14 აგვისტოს, ანაკლიაში მრევლისა და სასულიერო პირების მონაწილეობით "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ჩატარებას აპროტესტებდნენ ტრანსპარანტებით: „კაზანტიპი გარყვნილებაა“, „არ გადავაქციოთ საქართველო სოდომ-გომორად“ და მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მსვლელობის მონაწილეები ფესტივალის ჩატარების ადგილისკენ მიემართებოდნენ, თუმცა გზის გაგრძელების საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.