უცხოეთი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ საღამოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოაცხადა, რასაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება მოჰყვება. შიდა ძებნაში სააკაშვილის გამოცხადების შესახებ დადგენილება გუშინვე გადაეცა შსს-ს. პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ, როგორც კი იგი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს.
საქარTველოს ექსპრეზიდენტს ბრალი წაუყენეს სამ სისხლის სამართლის საქმეზე: 1 – 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეების დარბევა, „ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მისაკუთრება; 2 - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვალერი გელაშვილის ცემა; 3 – 9 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა...
სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული უდევს. სამშობლოში დაბრუნებას ექსპრეზიდენტი არ აპირებს.
სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მას წაუყენებენ სხვა ბრალდებებსაც - ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მონაწილეობა, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობა, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული 20 მლნ-ს გაფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შპიონაჟი უკრაინის სასარგებლო, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და სამშობლოს ღალატი, ასევე - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეული ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი განადგურება.