საზოგადოება
სააკაშვილი - „გორდონი“: დასავლელ პარტნიორებს არ სურთ რუსეთისთვის ომის საბაბის მიცემა და უკრაინას ამ ტვირთის რაღაც ფორმით მიღებას სთავაზობენ. თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამას შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს...

1-gordon-saz-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. მოქალაქე სააკაშვილმა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტად მუშაობდა, ახლა კი მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ძებნაშია გამოცხადებული, გამოცემა „გორდონს“ მოუთხრო, რომ რუსეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი ვერაგული მიზნებით გაგზავნა.
„პუტინი ყოველთვის სიტუაციის შეფასებას ახდენს - როდის უნდა შეიჭრას და უნდა შეიჭრას თუ არა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაძლებენ მის მიერ გაგზავნილი ძალები. ზოგჯერ მას ეჩვენება, რომ ისინი სადაცაა მარცხს იწვნევენ, მერე კი გარკვეულ წარმატებებს ხედავს. შეჭრისთვის პუტინმა თავდაპირველად ლეგენდა უნდა შექმნას, რომელიც მას გაამართლებს. არა მგონია, რომ ეს რუსული ტვირთი უშუალოდ შეჭრისთვის იყოს გამიზნული, მაგრამ ის პუტინის მიერ შექმნილი ლეგენდის ნაწილია.

რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იყოს სამშვიდობო ოპერაციის ნაწილი, ანდა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მონაწილე. მას სურს რეგიონში ლეგალურად ყოფნა, რათა შემდგომ არალეგალური საქმეები აკეთოს. იდეალურია დაიყოლიო ქვეყანა მშვიდობისმყოფლების მიღებაზე, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, საჭიროა მშვიდობისმყოფლების სეყვანა ნებისმიერი ფორმით. პუტინი მუდამ იღებს რომელიმე დასავლურ სცენარს და იყენებს მას, რათა უჩვენოს, აქაოდა, დასავლეთი ასე მოქმედებდა და მეც შემიძლიაო. შესაძლოა ახლა მას გუნებაში სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაცია ჰქონდეს, რომელსაც 2008 წელს საქართველოში აშშ ახორციელებდა. მაშინ აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოს ჰუმანიტარულ ტვირთს მიაწვდიდა, აამოქმედა ავიაცია და გამოგზავნა მეექვსე ფლოტი ტვირთის მოწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამან შეჩერა რუსეთის ჯარების სვლა თბილისზე. პუტინს ეს მწარე ნაკბენივით ახსოვს და ცდილობს, ეს უკრაინაში განახორციელოს“.