აქტუალური
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ. ბაზა „ფენიქსი“ ფუნქციონირებას წყვეტს

1-Kabul-aqtual-2საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. 1 ქვეითი ბრიგადის 13- ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მიერ ISAF-ის ოპერაციის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 13-ე ბატალიონის სამხედროებმა ბაზა "ფენიქსზე" საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ოცეულის სერჟანტმა გიორგი ტაბლიაშვილმა დროშა ავღანეთში უფროს სამხედრო წარმომადგენელს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს გადასცა. საზეიმო ცერემონიალს ბაზაფენიქსზეაშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც დაესწრო.

პირველი ქვეითი ბრიგადის 13- ბატალიონის გაძლიერებული ოცეული სამშვიდობო მისიას 5 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ამერიკული ბაზა "ფენიქსის" დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

დროშის დაშვების ცერემონიალის დასასრულს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მედალი გადაეცათ. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ჯგუფის უფროსმა ვიცეპოლკოვნიკმა ალექს მაკლემურმა კი ქართველ ჯარისკაცებს ჯორჯიის შტატის მედლები გადასცა.