აქტუალური
ლისის ტბის ტერიტორიაზე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა. სპორტული შეჯიბრი „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა

1-Lisi-aqtual-3საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. გარბენში პროექტში მონაწილე სამხედროებთან ერთად, ის ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიების პროთეზები დაუმზადდათ. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად 1100 მეტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც გაირბინეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი და  თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ასევე, პარაოლიმპიური მოძრაობის მძლეოსნები,  ჯარის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები.

„ძლიერთა თამაშებში“ ქართველ სამხედროებს პარტნიორობას კომპანია „GT Motors“-ი უწევს.