აქტუალური
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურად იღო საცხედრის ყოფილი სანიტრისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძის, მეტსახელად „ვასილიჩის“, სიტყვები და კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

1-sanitar-aqtual-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე საქართველოს შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძის საქართველოში ჩამოსვლისა და  მოქალაქეობის აღდგენის სურვილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჟიდკოსტმა გაასხა". პამპულა ზეკორუმპირებული მკვლელი. მაპატიეთ, რომ ეს ნაძირალა ჩემი მოგვარეა და მაპატიეთ, რომ ეს გარეწარი ამდენს ბედავს. ისე, რომ იცოდეთ, მხდალი და პატარა ადამიანია. გამყიდველი. ეხლა მეგობარი რუშაილო მოუხსნეს მოსკოვში და აქეთ გამოვარდა. პრიორიტეტი რა აქვს, თავად ნახეთ: აქამდე საქართველოს მოქალაქეობას არ იღებდა იმიტომ, რომ რუსულს დაკარგავდა. მთავარი-რუსულია! მარგველაშვილო, ჟვანიას მეგობარი მაინც ხომ იყავი და მაქედან მაინც უნდა გახსოვდეს, ვისთვის აპირებ მოქალაქეობის მიცემას. იქნება შენი პირადი სირცხვილი, თორემ ეგ, როგორც კი ზვი-ძინი ჩაისვრის, ისევე მოკურცხლავს აქედან, როგორც ყოველთვის“, - აცხადებს თარგამაძე.