აქტუალური
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილისა და ანდრის ბერზინშის საუბრის მთავარი თემა ნატო-ს სამიტზე განსახილველი საკითხები იყო

1-licedei-aqt1საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,  მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე ერთიანი ძალისხმევით შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გაძლიერებას.  ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიები. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სამიტის კომუნიკეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ  შემაჯამებელი დოკუმენტი უნდა აძლიერებდეს საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას.