საზოგადოება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, პირველ მოადგილესთან, გიორგი ამაშუკელთან ერთად, აშშ-ის ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

sazogad-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ელჩი დაინტერესდა ახალი მინისტრის ხედვებით და სამინისტროს პრიორიტეტებით. დავით შავლიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძირითადი მიმართულებები  არ შეცვლილა და უწყება ყველაფერს აკეთებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს, თვითმმართველობის რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე,  USAID ქართულ მხარეს  საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საჭირო დახმარებასაც გაუწევს.

შეხვედრის დასასრულს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიიწვია, რომლის თემაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარება იქნება.