აქტუალური
ირაკლი ალასანია: “ესეც არის ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისკენ, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ შეერთებული შტატების

aqtual-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისრტი აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ ,,ველლა გალფზეიმყოფებოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: არა მარტო საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ასეთი გემი, ასეთი შეიარაღებით, ასეთი თავდაცვითი შესაძლებლობებით შემოვიდა შავ ზღვაში. ეს არ არის პირველად, ეს არის უკვე მესამედ. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების, რომ ის ერთგულად იქნება ჩვენი მხარდამჭერი რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების.

ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვავითარებთ სამხედრო თანამშრომლობას და ველოდებით, რომ ნატოს მომდევნო სამიტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში იქნება, შედეგად გამოიღებს იმას, რომ საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ბევრად უფრო ხშირი იქნება ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სამხედრო ხომალდების, ასევე, მათი შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები საქართველოში“.