აქტუალური
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ნახიჩევანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

aqtual-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ალასანიამ, ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა  თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმო. მინისტრებმა, ასევე აღნიშნეს, რომ გაღრმავებული თანამშრომლობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ იქნება მიმართული. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გუშინ გაემგზავრა. ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და  ვასიფ თალიბოვთან - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან.