აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ტურის - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეებს შეხვდა, პროექტში საქართველოს ჩასმის ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის
1-signing-aqt1საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი მიიღო, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს.
საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ საინფორმაციო მასალას, რომელიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საავტომობილო ტურმა სტარტი 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში აიღო. ექსპედიციის მონაწილეების "აბრეშუმის გზის" მარშრუტი ასეთია - ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია. დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს ჩერდება და 24 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრება.