აქტუალური
„ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სომხეთში გაზის მიწოდება აღდგეს 2-3 დღეში, რადგან დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გაზის მილი დაზიანდა” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე

1-chven-aqt2-analitსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები: ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით „მეგობრობის ხიდი“ აშენდება. „შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ საქმიან წრეებს. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით“.
სომხეთის მთავრობის მეთაურის ჰოვიკ აბრაჰამიანის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა სომხურ-ქართული თავრობთაშორისი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას და რეგულარული შეხვედრების აუცილებლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. განვიხილეთ გასულ ღამეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში მომხდარი მეწყერისა და მისი აღმოფხვრს გზები. ჩემს კოლეგას შევთავაზე შესაბამისი სამსახურების დახმარება.
ჰოვიკ აბრაჰამიანმა განმარტა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერევანი-თბილისი და ერევანი-ბათუმის ავიარეისების განხორციელების აუცილებლობას, ასევე, მნიშვნელოვნად ჩაითვალა კულტურულ-ისტორიული მდიდარი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხი.