აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები

1-mafia-aqt3-mainსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შსს- მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფებს მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთდევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის  კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზი გასწვრივ მიედინება. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის 
ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ.

1-mafia-aqt3-1 1-xedi-aqt3-2
1-xedi-aqt3-3 1-xedi-aqt3-4