საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადური: “დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად საქართველო-რუსეთის საზღვარზე დატბორილია საბაჟო-გამშვები პუნქტის„ყაზბეგის“ ტერიტორია და შენობა-ნაგებობები“

1-newside-saz2-mainსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. მინისტრის განცხადებით ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყო. "სტიქიის ზონაში მობილიზბეული არიან შესაბამისი სამსახურები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინიტრო და ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბაჟო დატბორილია და, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, გამთენიიდან დაიწყება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოპერაციას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს", - განაცხადა ხადურმა. უწყების ცნობით, საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი.

 

 

 

1-newside-saz2-1 1-newside-saz2-2
1-newside-saz2-3 1-newside-saz2-4
1-newside-saz2-5 1-newside-saz2-6