საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა დაათვალიერა
sazog-1-centrსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა ელჩს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო. რიჩარდ ნორლანდისა და გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები 112-ის სამომავლო პროექტების განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და 911-ის გამოცდილების გაზიარების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. რიჩარდ ნორლანდი ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა.