საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროსმა სერჟანტმა ახალგაზრდა ქალი გადაარჩინა, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა
sazog-2-mtkvariსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. მალხაზ სინჯარაძემ ახალგაზრდა ქალი მტკვარში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა და იგი ნაპირზე გამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.