აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე - მინდია გოგოჭური ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის მეორედ დააკავეს!

aqtual-3-anal-4-mindiaსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტის სიძე კვლავ დააკავეს. მისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში, 20 იანვარს, მისი სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა, - წერს გაზეთი პრაიმტაიმი“.
საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი კაჭარავა რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადიოდნენ. მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტი დოზის მიღება იყო...

როგორც საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვა და მაკა ჩიჩუა მიცვივდნენ. გოგოჭურსა და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდათ, დიაგნოზიც დასმულია – კოკაინის გადაჭარბებული დოზის მიღება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ამბობენ, მარგველაშვილი საერთოდ არ განიცდის ოჯახის წევრების თავაშვებულ ცხოვრებას და თვლის, რომ ეს არის დემოკრატია და თანამედროვე ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება.