აქტუალური
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მისალოც დეპეშაში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რაულ ხაჯიმბას მოღვაწეობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს საერთონაციონალური თანხმობის მიღწევას, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების ეფექტიან გადაჭრას.
რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების, მჭიდრო ერთობლივი მუშაობისა და ურთიერთხელსაყრელი ორმხრივი თანაშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.