საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „აფხაზეთში ე.წ არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი, შესაბამისად, ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ“

1-premier-sazog-3-anal-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ. ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. „ეს კომპლექსი მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს. რეგიონში ვიწყებთ მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშენებლობასაც, რომელიც ასევე მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.