აქტუალური
ნათელაშვილი - კიწმარიშვილზე: შევარდნაძეს სამი მილიონი ვთხოვე, „გადამაგდო“, ჩამოვაგდე, აბა რა უნდა მექნაო…

aqtual-3საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ლეიბორისტების ლიდერი კიწმარიშვილთან ურთიერთობის ერთ ეპიზოდს იხსენებს, რომელიც 2004 წელს მოხდა.

ცხონებული ეროსი 2004 წელს ჩემთან მოვიდა და მე ვუსაყვედურე-ეს სულელი მიშა რატომ მოიყვანე, რამ გაგაკეთებინა „ვარდების რევოლუცია“ , ეს რა ჰქენი მეთქი?- ჩემო შალვა, მე ბიზნესმენი კაცი ვარ და რას გეტყვი იცი? შევარდნაძეს სამი მილიონი ვთხოვე, „გადამაგდო“, ჩამოვაგდე აბა რა უნდა მექნაო…“, -აცხადებს „ასავალ დასავალთან“ საუბარში შალვა ნათელაშვილი.