საზოგადოება
აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც წინა კვირას რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა, კატერგორიულად უარყო მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი მზადაა რუსეთს შეურთდეს

sazogad-2-an-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. სოხუმში „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ხაჯიმბამ განაცხადა: „ვაფრთხილებ ყველას, ვინც რაიმე მოქმედებებს ელის იმასთან დაკავშირებით, რაზეც ამდენს ლაპარაკობენ, თითქოსდა აფხაზეთი ლამის მზადაა რფ-ის შემადგენლობაში შესვლისათვის, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა!“
ამავდროულად, ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის სუვერენიტეტის ჩამოყალიბებას.

სწორედ ახალ შეთანხმებაში იქნება პუნქტი, სადაც რფ, როგორც მხარე, რომელმაც გვაღიარა, პოლიტიკურ არენაზე ამ შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენს. მოცემულ სიტუაციაში აფხაზეთს ჯერჯერობით რუსეთი წარმოადგენს. ჩვენ ჯერ სუსტი შესაძლებლობები გვაქვს და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ის, რასაც რუსეთი გვთავაზობს“, - განაცხადა ხაჯიმბამ.