საზოგადოება
რატომ წაიყვანა შვილები თინა ხიდაშელმა უცხოეთში - „ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით, ღმერთო ჩემო რა საქაჯეთია!“

sazog-3საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გააზიარა droni.ge-ს ფოტორეპორტაჟი სათაურით „პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ნახევრადშიშველი ფოტოები“, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო:

სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით, ღმერთო ჩემო რა საქაჯეთია. Droni.ge პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ არა :))) სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, სულ არ ვიცნობ მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაუბანძეთ თავი მგონი საკმარისია თქვენგან ეს ამბავი არა ახალია, ძველია მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ“, - წერს თინა ხიდაშელი.