საზოგადოება
NDI: ყველაზე ძლიერი ოპოზიციურ პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 51%, კოალიცია “ქართულ ოცნება” - 3%

polit-2-polit-3-sazog-3საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) 2014 წლის 23 ივლისი -7 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 51% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს.

5%-ის აზრით, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციაა, 4% ასეთ ძალად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” მიიჩნევს, ხოლო 3% - კოალიცია ქართულ ოცნებას”. გამოკითხულთა 23%-ის აზრით, საქართველოში ძლიერი ოპოზიციური პარტია არ არის.
გამოკითხულთა 42%-ის შეხედულებებთან „ქართული ოცნება“ ყველაზე ახლოს დგას, ხოლო გამოკითხულთა 11%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალურ მოძრაობა დგას. 30%-ის აზრით კი მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.