აქტუალური
უძველეს ისტორიულ სოფელ მუცოს და მის უნიკალურ არქიტექტურას განადგურება აღარ ემუქრება

aqtual-2-mucoსაქართველო, 28 აქვისტო, საქინფორმი. ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ სოფელ მუცოს  და მის  უნიკალურ არქიტექტურას განადგურების საფრთხე აღარ ემუქრება, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები 2 თვეა დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაური მუცოს გუშინ პირადად ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, კულტურის მინისტრსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ციხე-ქალაქ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ინიციატივის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 ივნისს განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირველ ეტაპზე შეჩერდება ძეგლის რღვევის პროცესი და დაიწყება ჩამოშლილი კოშკების აღდგენა. პროექტი სამწლიანია, რის შემდეგაც საქართველოს ექნება პირვანდელი სახით აღდგენილი მუცო შესაბამისი ინფრასტრუქტურით.