სამართალი
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას ვაჟი არმიაში გაიწვიეს.
„ყოჩაღი ჯარისკაცი ნიკო. ჯარში წაიყვანეს დედას გუფთა, გუშინ. დარდი არ გქონდეს სამშობლოვ, ეს ბიჭიც დაგიცავს ეს ერთი წელი, კაცი პაციფისტი და კაცი ოქრო“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე.
თუ სად იმსახურებს ალასანია-უმცროსი, ნათია ფანჯიკიძეს არ უთქვამს.