პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში საკადრო ცვლილებებია

mtavroba-cvlilebebiსაქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში საკადრო ცვლილებებია.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.  საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.