საზოგადოება
„ჩვენ ვიცით, როგორია პუტინის გეგმა უკრაინის დესტაბილიზაციასთნ დაკავშირებით. ამიტომ მოსკოვის ძალებზე მხოლოდ გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვება გვიშველის! - წერს სააკაშვილი "Foreign Policy"-ში
saz-2-saakaSviliსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და "ახალი საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი:
„26 აგვისტოს პრეზიდენტი პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ მინსკის სამიტზე. ეს თარიღი საქართველოსათვის ავისმომასწავებელია. ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ აღიარა ჩვენი ორი ოკუპირებული და მიტაცებული რეგიონი და ამით რუსეთმა შექმნა პრეცედენტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, ევროპის საზღვრების გადანაწილებისა სამხედრო ძალის გამოყენებით.  პუტინის ქმედებები საქართველოში 2008 წელსა და დღეს უკვე უკრაინაში, იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ფილმი ”Groundhog Day” (ზაზუნას დღე) , სადაც ფილმის გმირის ბილ მიურეის განცდები მეორდება ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მოიქცევა სწორედ.
სქემა მარტივია: შეურიეთ ერთმანეთს სეპარატისტული განწყობა და დაუსრულებელი პროპაგანდა, გაწრთვენით და იარაღით აღჭურვეთ სეპარატისტული მილიცია, შექმენით კონფლიქტური სიტუაციის შეუხორცებელი ჭრილობა, გააქტიურეთ პირდაპირი ჩარევა, რომელიც დამოკიდებული იქნება რეგულარული არმიის წარმატებაზე სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
დასავლეთი, ამ დროს, იქნება მოუმზადებელი გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მაგალითიც ჩვენ ადრეც ვიხილეთ.
პუტინის სცენარი ყოველთვის ორიენტირებულია ფსონის ზრდაზე, იმ იმედით, რომ დასავლეთი ყოველთვის დაიხევს უკან, როდესაც დაძაბულობა გაიზრდება. ამჟამად, დაწესებული სანქციები აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა მოკავშირე ქვეყნების მხრიდან აშკარად მოწმობს, რომ პუტინის თამაშები უპასუხოდ არ დარჩება. აქვე, მინდა დავამატო, რომ პუტინმა 2008 წელს თავიდან აიცილა სანქციები. ორაზროვანი და ბუნდოვანი სიგნალები მოდის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის დედაქალაქებიდან, რომ პუტინი მალე დატოვებს მანევრირების ადგილს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავის ბოლო ვიზიტისას უკრაინაში განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას და “უკრაინის სიტუაცია” უნდა გადაწყდეს მოსკოვში. მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი, უფრო გულახდილი აღმოჩნდა პრესასთან და განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა იზრუნოს ფედერალიზაციაზე და მთავრობამ არ უნდა იჩქაროს შეამციროს სეპარატისტები, რაც ძალიან დამამცირებელია მოსკოვისთვის. გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ხშირად იყენებენ ტერმინს “შეჭრა”-ს მაშინაც კი, როდესაც ტანკებმა და შეიარაღებულმა კოლონამ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და ნახევარზე მეტი ბრძოლისუნარიანი ძალები უკრაინის მიწაზე წარმოადგენენ რუსეთის რეგულარულ ჯარს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთ-უკრაინის ომზე. რა თქმა უნდა, პუტინის მზადება მინსკის სამიტზე შესახვედრად წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მან სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გააგზავნა დამატებითი სამხედრო ძალები უკრაინაში, რათა სეპარატისტებმა გაძლიერებულად დაიცვან ლუგანსკის და დონეცკის ოლქები უკრაინის სამთავრობო ჯარების შემოტევისაგან. ამის საშუალებით მათ შეძლეს აეღოთ ის ტერიტორიები, რომლებიც ბრძოლების შდეგად მოიპოვა უკრაინის სამხედრო და სპეცდანიშნულების ძალებმა.
რა თქმა უნდა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავის პოზიციებს გააძლიერებს მინსკში, რათა აიმაღლოს სტატუსი, როგორც კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ, რომ ამ გზით მას საბოლოოდ არგუნონ შუამავლის როლი და შეიყვანოს სამშვიდობო ძალები და მართაოს ისე , როგორც საბჭოთა იმპერიის დროს მოსკოვის კონტროლის ქვეშ.როგორც კი კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის “გაიყინება”, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დესტაბილიზაციას. შეიყვანს სეპარატისტებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გათიშავს ელექტროენერგიას და სულს ამოხდის უკრაინის ისედაც სულმღაფავ ეკონომიკას. ეს არის იგივე სცენარი, რაც მან საქართველოსა და მოლდოვეთში გაითამაშა.
პუტინისთვის ცხადია, რომ მინსკში პოროშენკოს ვერ მოაქცევს “ზეწოლის” ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს “სამშვიდობო გეგმას”. შესაბამისად, კრემლს აქვს სარეზერვო გეგმები ღონისძიების განვითარებისა, რომ დაადანაშაულოს უკრაინა არაკონსტრუქციული პოზიციების გამო და მოახდინოს მორიგი სამხედრო ძალის გამოყენებით თავდასხმა. სწორედ ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არ მივიღეთ მოსკოვის მიერ შემოთავაზებული პირობები.
ერთადერთი საწინდარი გამარჯვებისა უკრაინის შემთხვევაში არის სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული და ძვირიც ჯდება. ამისათვის საჭიროა ევროკავშირმა შეწყვიტოს პოროშენკოს ხელების გაკოჭვა და უკრაინელების მორალის დასუსტება. მათ უნდა მიიღონ მორიგი სანქციები და აღმოუჩინონ უკრაინას ეკონომიკური მხარდაჭერა.
ამჟამად, ჩვენთვის ცნობილია პუტინის მზაკვრული სქემის შესახებ და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყოყმანი მტაცებელს ვერ შეაჩერებს“.