აქტუალური
ირაკლი ალასანია: „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იმყოფებიან“

aqtual-1-luCSieსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ევროპული ძალების (EUFOR RCA) წარმომადგენელ, ბრიგადის გენერალ ტიერი ლიონსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ტომას თეოფილ ტიმანგოას შეხვდნენ. ფრანგმა გენერალმა, რომლის დაქვემდებარებაშიც ქართული კონტინგენტი იმყოფება, ქართულ მხარეს ბანგიში არსებული სიტუაცია გააცნო.

„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იმყოფებიან. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს ძალიან ამაღლებს. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ფრანგი გენერალი, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა აფასებს იმას, თუ რასაც აკეთებენ ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.