აქტუალური
დავით ნარმანია: „სითი-პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების არცერთი მუხლი, ნორმა, რეგულაცია არ არის თბილისის და თბილისელების სასარგებლოდ“

aqtual-3-Cityსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. „შპს „სითი-პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები ხელმომწერმა მხარეებმა სექტემბრის ბოლომდე უნდა მოამზადონ“, - ეს არის ერთ-ერთი პუნქტი იმ მოთხოვნებიდან, რომელიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია „სითი პარკის“ ხელმძღვანელობას 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ გააცნო. დავით ნარმანიას დავალებით, მხარეები სექტემბრის ბოლომდე უნდა მოემზადონ გონივრული და გაანგარიშებული ცვლილებების განხორციელებისთვის, ისე, რომ მხარეთა თანასწორობა  უზრუნველყოფილი იყოს.

ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთსითი-პარკთანგაფორმებული ხელშეკრულების ანალიზზე, ასევე, გავეცანით მასთან მიმოწერას, ფინანსურ დოკუმენტაციას, რამაც მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია და მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის და მასთან დაკავშირებული პირების წისქვილზე ასხამს წყალს. არცერთი მუხლი, ნორმა, რეგულაცია არ არის თბილისის და თბილისელების სასარგებლოდ, ყველა რეგულაცია არის კონკრეტულად კომპანიასითი-პარკისსასარგებლოდ.

„სექტემბრის ბოლოს ერთი მხრივ, „სითი-პარკი“, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მთავრობა მოამზადებს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.