საზოგადოება
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე: „უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტთა დასაქმებას და არა მათი სტატუსის შეწყვეტას“

Liga-sazog-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მიმართავს საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
„გთავაზობთ ერთ-ერთი სტუდენტის წერილს:

მე ვარ ნინო გორჯელაძე საქართველოს უნივერიტეტის სტატუს შეჩერებული სტუდენტი. ჩემს მდგომარეობაშია 300 სტუდენტი, რომლებსაც სტატუსი შეგვიჩერდა თანხის გადაუხდელობის გამო, ეს თანხა იყო შემდეგი სასწავლო წლის, რომელიც უნდა დაგვეფარა წინასწარ ივნისის თვეში. ჩვენ გვაქვს იმედი იმის, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ სწავლა და არ მოხდეს არანაირი შეფერხება იმ მიზეზით, რომ ვერ შევძელით თანხა წინასწარ შეგვეტანა, რომელიც მინიმუმ 3000 ლარია. ვიმედვნებ, რომ გამოსავალს აუცილებლად ვნახავთ და 300 სტუდენტი გარეთ არ დარჩება“.

მოვუწოდებთ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ გაგებით მოეკიდოს სტუდენტთა პრობლემატიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიგის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად მივმართავთ შესაბამის ზომებს“ - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა  ნოდარ თათვიძემ.