აქტუალური
გაიხსნა ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის ის მონაკვეთი. თუმცა, რადგან გამთენიისას მდინარემ კვლავ დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საბაჟო სპეციალური რეჟიმით იმუშავებს

TamoZnya-aqtual-1საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება:

“შესრულდა უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები. საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა თითქმის წარმოუდგენელი - უმოკლეს დროში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ორი დაღუპული ადამიანის გამო, რომლებიც სტიქიამ შეიწირა.

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ჩემი დავალებით კოორდინაციას უწევდა მართვის საგანგებო შტაბს; ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთა მართლაც თავგანწირული მუშაობის შედეგია სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში დასრულება. გაზსადენის აღდგენა სტიქიიდან 2 დღეში მოხდა”.