აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“

Priziv-aqtual-2-anal-2საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება:

უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საფთხის წინაშედგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთასაზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“.

აგრეთვე გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა  უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და კიდევ ერთხელ გამოხატა  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა და ვასილ ციბენკომ ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე  და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე  შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ელჩთან უელსის სამიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.