აქტუალური
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ 2014 წლის 6 სექტემბერს, 5 საათზე, ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლეში აწყობს ფართომასშტაბიან შეკრებას, რომელზე დასწრებაც შეზღუდული არ იქნება

1-Realnost-aqtual-1საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ კარს უღებს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა – ვინც ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მომხრეა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის – პატივს სცემს ქართულ წესსა და ადათს, ტრადიციულ ღირებულებებს, სურს, ქვეყანაში არსებული ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო, ყველა საჭირბოროტო საკითხს წყვეტდეს სახელმწიფოებრივი მიდგომით და არა მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით.

ნუ შეგვეშინდება ქართველობის!

შემოგვიერთდით!

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი

და საინიციატივო ჯგუფი