აქტუალური
საქართველოს შს მომსახურების სააგენტომ ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები ფორმით, დაიზაინით და დამცავი მექანიზმებით სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს

1-Agentstvo-aqtual-2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები ფორმით, დაიზაინით და დამცავი მექანიზმებით სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს.

სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) არის გამოსახული. შეცვლილია ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც.

სანომრე ნიშნებს მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით სანომრე ნიშნების დამზადება შესაძლებელია რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე სტრუქტურულ ერთეულებში.

ძველი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის 2020 წლის 1 სექტემბრამდე.