სამართალი
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, არაგვის ხეობის ერთ-ერთი კლდიდან გზააბნეული ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურის ზემოთ, არაგვის ხეობის ერთ-ერთ კლდეზე იმყოფებოდა სამი მოლაშქრე, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.
სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.