აქტუალური
დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლით და ცხელი უთოთი აწამეს

1-Uto-aqtual-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახს გვიან ღამით 4 უცნობი პირი დაესხა თავს. სახლში დედა და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედებმა ქალბატონსახე დასერეს, შემდეგ კი მძინარე ბავშვს ცხელი უთო დაადეს. თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ, სახლში ოქროს პოვნის შემდეგ კი გაიქცნენ.

დაზარალებულის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მათი ბიძაშვილის სახელი ახსენა, რომელმაც, სავარაუდოდ, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე მიაწოდა თავდამსხმელებს ინფორმაცია.