აქტუალური
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. 13-27 სექტემბერს უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება „რაპიდ ტრაიდენტი“ (Rapid Trident) გაიმართება, რომელშიც NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან.
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან და სხვ.
სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება.