სამართალი
საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ადვოკატი ნინო არველაძის ინფორმაციით, ნაცემი ქუთათელაძე ჯერ სასჯელაღსრულების მე-8-ე დაწესებულებაში, შემდეგ კი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მომიყვა, რომ როდესაც რუსთავის მე-6-ე დაწესებულება გაათავისუფლეს პატიმრებისგან, ამ პროცესში უთხრეს: როგორ იყურები ბიჭოო. ვიღაცამ ჯერ წამარტყა და მერე დაიწყო საშინელი შეურაცხყოფების მოყენებაო, - მითხრა. ასევე მომიყვა, რომ ადგილი, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, კონტროლდება ვიდეოთვალით. ამბობს, რომ იქ დაფიქსირებულია, რომ ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს, მაგრამ ჯერ წამარტყეს ერთი-ორი და მერე კარგად მცემესო.
უკვე გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ციხის ექიმს აბსოლუტურად დეტალურად აქვს აღწერილი ქუთათელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები,“ - განაცხადა ნინო არველაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.