უცხოეთი
აშშ ირწმუნება, რომ სირიაზე იერიშის მიტანა სთხოვა... ერაყმა!

zarub-1საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ სირიის ტერიტორიაზე იერიშის მიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებზე მას ერაყის ხელისუფლებამ სთხოვა. ამის შესახებ საუბარია გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი სამანტა პაუერის წერილში, რომელიც მან ორგანიზაციის გენმდივან ბენ კი მუნს გაუგზავნა. დიპლომატის თქმით, ბაღდადმა „აშკარად მიანიშნა“, რომ სერიოზულ საფრთხეს შეეჯახა სირიის ტერიტორიიდან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ხანგრძლივი შეტევების გამო.

„ეს თავშესაფრები ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოიყენება ერაყელი ხალხის წინააღმდეგ იერიშების მომზადების, დაფინანსებისა და შეტევების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.