პოლიტიკა
საქინფორმის რედაქციას არ აქვს ილუზია, რომ საქინფორმის წინააღმდეგ აღნიშნულ კიბერდანაშაულს საქართველოს შსს გახსნის, იქ მსგავსი დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფის არსებობის მიუხედავად - უფრო მოსალოდნელია, რომ ისიც რეაგირების გარეშე დარჩება, ისევე, როგორც საქინფორმის ათობით ღია წერილი და განცხადება შსს-ს ხელმძღვანელობის მიმართ ჩვენ საიტზე, კონკრეტული IP-მისამართების მითითებით, კიბერშეტევების თაობაზე, ასევე ჩვენი რედაქციის მისამართით მუქარებისა და შეურაცხყოფების შესახებ.
საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი კიბერშეტევა გამოეწვია კონკრეტულ ფაქტს - საქინფორმის ბრძოლას მისი, როგორც სამართალმემკვიდრის, კუთვნილი საქინფორმის ისტორიული შენობისა და უნიკალური არქივის დასაბრუნებლად, რომლებიც გაიძარცვა და გაიყიდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მითითებითა და განკარგულებით.