უცხოეთი
ივანოვმა უკრაინა რუსეთის საზღვართან კედლის მშენებლობის გამო გააფრთხილა

1Ivanov-zar-2საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთთან მომიჯნავე საზღვარზე ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენას შეუძლებელს გახდის.

სადღაც, სხვათა შორის, ახალი ანეგდოტი მოვისმინე: არსენი იაცენიუკის კედელი ეს მცირებიუჯეტიანი „მანერგეიმის ხაზია“. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში არანაირი კედელი არ იქნება, რიტორიკა - რიტორიკად, ცხოვრება კი ცხოვრებაა“, - აღნიშნა ივანოვმა.

დიდი თაყვანისმცემელი ვარ „პინკ ფლოიდის“ და გასული საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ნაწარმოებად ალბომი ¨The Wall¨მიმაჩნია, რომლის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ვისაც არ უნახავს, ნახოს, ხოლო ვინც ნახა, ადვილად გამიგებს, იქ კედელთან დაკავშირებით ყველაფერი სავსებით ნათელია“, დასძინა მან.

ივანოვის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხვდა, რომ ომი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ანუ ბოლო უკრაინელამდე, მას არ სჭირდება.