საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს“

1-ObraSenie-sazog-2საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი სამხერო ხელშეკრულების გაფორმებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

„ეს ხელშეკრულება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები რეგიონში. რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი.

მივმართავ ჩვენს პარლამენტს უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ კიდევ ერთხელ გადადგმულ ნაბიჯზე“,-განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.