საზოგადოება
გეგეშიძე - სააკაშვილს: „2012 წელს დასრულდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება!“ სააკაშვილისა და გეგეშიძის მწვავე დისკუსია CATO-ს უნივერსიტეტში

1-GegeSiZe-sazog-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაშინგტონის ქეითოს ინსტიტუტში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძეს შორის უსიამოვნო დიალოგი შედგა. ექსპრეზიდენტმა, რომელიც ინსტიტუტში მომხსენებლად იყო მიწვეული, აუდიტორიასთან გააკრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარსულში ბრუნდება.

"მე მაქვს რეპლიკა თქვენთან, არა შეკითხვა, ბატონო პრეზიდენტო. სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლაში დავინახე წარსულისა და აწმყოს დამახინჯებული სურათი. რა თქმა უნდა, 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვანმა ტრანსფორმაციებმა საქართველოს ცვლილებები მოუტანა. სინათლე აინთო სახლებში, ქუჩები უსაფრთხო გახდა, საჯარო სამსახურები გაიწმინდა კორუფციისგან. სამწუხაროდ, ეს ცვლილება მოხდა სადამსჯელო ძალის მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ხარჯზე. რაღაც ეტაპზე ამან ბიძგი მისცა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. სწორედ ეს დასრულდა 2012 წელს. ველოდი თქვენგან იმის ახსნას, თუ რატომ უნდა მიეცა ხალხს ხმა თქვენს წინააღმდეგ. თქვენ თქვით, რომ წარსულზე ორიენტირებული მენტალიტეტის მქონე ადამიანები ვერ იგებენ რა არის პროგრესი. რეალურად, ჩვენ ვნახეთ ისეთი მმართველობა, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იყო", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.