უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ა. კ. ლუკაშევიჩის კომენტარი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების მომზადებაზე საქართველოს რეაქციის შესახებ

1-LukaSeviC-zar-1-anსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი.
„საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დიდი ინტერესესის გამო რუსეთისა და აფხაზეთის მიერ ახალი სახწლმწიფოთაშორისი შეთანხმების თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივიჩნევთ ზოგერითი დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტებისა და შეფასებების გამეორებას.

სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივმა ავანტიურამ 2008 წლის აგვისტოშიშედეგად გამოიღო შეუქცევადი პოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. 2008 წლის 17 სექტემბერის შეთანხმებამ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოტაშორისი ურთიერთობების საფუძვლებს. ამ დოკუმენტში, ასევე, შემდგომში დადებულ 80-მდე ორმხრივ შეთანხმებაში ასახულია ორი მეგობარი ქვეყნის მისწრაფება, ყოველმხრივ განამტკიცონ თავისი კავშირები სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე.

ურთიერთქმედებების პრიორიტეტულ მიმართულებად იმთავივითვე იქცა რესპუბლიკის განვითარებისა და სოციალ-ეკონომიკური აღორძინების საკითხები. თუმცაღა, თბილისი დაჟინებულმა უარმა, პატივი ეცა აფხაზეთის არჩევანისათვის დამოუკიდებლობის კუთხით, აიძულა მოსკოვი და სოხუმი, უკვე 2008 წლის შეთანხმებაში ჩაედოთ დებულება ერთობლივი თავდაცვის შესახებ აგრესიის წინააღმდეგ და რესპუბლიკის საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ. მოგვიანებით დადებული ცალკეული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეტში შეიქმნა რუსული სამხედრო ბაზა და განთავსდა სასაზღვრო კონტინგენტი. სხვათა შორის,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების, ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები  კონფრონტაციული ტონი - მტკიცე არგუმენტია უსაფრთხოების სფეროში რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისათვის.

არავის აქვს უფლება (და არც შეუძლია), ხელი შეუშალოს რუსეთსა და აფხაზეთს თავისი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სრულყოფაში თანამედროვე განვითარების ახალ ეტაპზე, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად მსოფლიოში ინტეგრაციული ტენდენციების განმტკიცების გათვალისწინებით ეჭვი არ გვეპარება, რომ შეთანხმების ღია და დაინტერესებული განხილვა, რომელიც ამჟამად აფხაზეთში მიმდინარეობს, დაგვეხმარება, ერთობლივად შევიმუშავოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად პასუხობს ორი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს.

ასეთი პერსპექტივა, ქართული მხარის მტკიცებების საწინააღმდეგოდ, არავითარ საფრთხეს არ შეიცავს არც ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და, მით უმეტეს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისათვის.

რაკიღა აღნიშნული საკითხი წამოჭრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ამა წლის 16 ოქტომბერს პრაღაში გამართულ მორიგ არაფორმალურ რუსეთ-საქართველოს შეხვედრაზე, სტატს-მდივანმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინმა მას რუსეთის მხარის პრინციპული პოზიცია წარმოუდგინა“.

2014 წლის 16 ოქტომბერი