საზოგადოება
ბურჯანაძე ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს
nino-burjanadze2„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ, „მოხდება თუ არა საქართველოში მორიგი რევოლუცია, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“.
„თავის დროზე რომ ხელისუფლება გონივრულად მოქცეულიყო, არც „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რა გზას უტოვებს იგი საკუთარ ხალხს, რათა თავად გადაწყვიტოს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და როგორი ხელისუფალი სურს, ჰყავდეს,“ - აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს, რომ „მოვლენების ნებისმიერი გართულებული გზით განვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება“.